Thursday, March 12, 2015

დღე მეცხრე

დღეს დავასრულეთ  ტრენინგის კურსი სახელწოდებით"პროექტებით სწავლება."  დიდი სურვილი მქონდა აღნიშნული  ტრენინგის გავლისა.ტრენინგმა  მთლიანად გაამართლა ჩემი მოლოდინი.ამ მეთოდის გამოყენებით მუშაობა ძალიან საინტერესო  და შრომატევადი აღმოჩნდა. სიამოვნებით დავნერგავ აღნიშნულ მოდულს ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში.ტრენინგის განმავლობაში დავხვეწე უკვე არსებული I.C.T. უნარ-ჩვევები და ბევრი  ახალი უნარ-ჩვევა შევიძინე,რაც  ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დიდი დამსახურებაა.
მადლობა გიორგი არავიაშვილს გაწეული გულწრფელი მუშაობისათვის!!!!

დღე მერვე

ჯგუფში განვიხილეთ მოდული 6 და 7 დიფერენცირებული სწავლების მეთოდების შესახებ,რის შემდეგაც შევიმუშავე სტრატეგიები სპეციალური საჭიროებების მქონე, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრებოს მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის გეგმაში შევიტანე პროექტისთვის საჭირო რესურსები,დავასრულე გეგმაზე მუშაობა.

Wednesday, March 11, 2015

დღე მეშვიდე


დღეს განვიხილეთ შესრულებული დავალებები, ასევე შევაფასეთ სტრატეგიები და მოდული5.შევარჩიეთშეფასების რუბრიკების შაბლონი, გავიხსენეთ ვორდის ფაილში ცხრილზე მუშაობა. ავტვირთეთ მასალები დრაივზე,განვათავსეთ ბლოგზე, პორტფოლიოში.

Thursday, March 5, 2015

დღე მეექვსე

* ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,იმ საკითხებზე რაც არა გვქონდა შესრულებული;
* დაწვრილებით ვისაუბრეთ სასწავლო პროცედურებზე;
* ყურადღება გავამახილეთ შეფასების სისტემაზე და ფორმებზე;
* სასწავლო მასალის მიხედვით ვიმუშავეთ მე-4 მოდულზე,სასწავლო ნიმუშის
შექმნაზე;
* ვიმუშავეთ მოსწავლის მიერ პრეზენტაციის ნიმუშის შექმნაზე

ვიმუშავეთ ,,ბროშურის ჩექლისტისა'' და ,,პრეზენტაციის რუბრიკის'' შექმნაზე.

დღე მეხუთე




განვიხილეთ საშინაო დავალება და შევიტანეთ შესწორებები.

  *  შევისწავლეთ K-V-L ცხრილების შევსება,(ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე) 

 *  გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის აუცილებლობას. 

 *  ვისაუბრეთ პროექტის აქტივობების შეფასებაზე. 

 * ვიმუშავეთ პროექტის ფორმატზე,მოსწავლეთა სამიზნე ჯგუფების სამუშაო    მასალაზე.

Wednesday, February 25, 2015

დღე მეოთხე

 დღეს გავეცანით სხვის ბლოგზე კომენტარების მომზადებას და დაფიქსირებას. პრაქტიკულად განვახორციელეთ ეს აქტივობა.
          მეორე მოდულის მესამე აქტივობას გავეცანით სადაც არის შეფასების სტრსტეგიები და განვიხილეთ სტრატეგიების გამოყენება პროექტის ფარგლებში.
          დავალებაში გვაქვს: კიდევ ერთხელ გადავხედოთ შესაბამისს ინფორმაციას ყურადღებით და გამოვიყენოთ ეს შეფასებები პროექტში.
           მეორე მოდულის   III  და  IV აქტიობა გავაანალიზოთ, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე  ვიფიქროთ.
           პროექტის გეგმაში შევიტანოთ მიმართულებების საკვანძო კითხვები. და ჩავწეროთ მეოთხე დღის რეფლექსიგაა

Thursday, February 19, 2015

დღე მესამე

 დღევანდელი ტრენინგი ძალიან მომეწონა. განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები,დიზაინის ცვლილება,  ვისწავლეთ ბლოგის დათვალიერება. სათაურის დიზაინის ცვლილება.შევისწავლეთ მიმართულების მომცემი  სხვადასხვა სახის  კითხვების ჩამოყალიბება. ვიმუშავეთ ჯგუფებში  კონკრეტულ თემებთან დაკავშირებული კითხვების ჩამოყალიბებაზე.  ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმზე.

1) შეუძლია თუ არა ადამიანს ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე?


1)    რისი გაკეთბა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს გადაშენების პირას მდგარი სახეობების გადასარჩენად?
როგორ შეიძლება იშვიათი სახეობებისა და ადამიანის თანაარსებობა საერთო გარემოში?

Saturday, February 14, 2015

დღე მეორე

  დღეს მომეწონა ბლოგზე მუშაობა. შევქმენი ახალი ბლოგი. დღევანდელი ბლოგი დაემატა ჩემ მიერ შექმნილ წინა ბლოგებს, რაც ძალიან მომწონს!!!

Monday, February 2, 2015

დღე პირველი

საიტზე გავეცანით სასწავლო კურსის შინაარსს, ვისწავლეთ რესურსების და ჩანიშვნების გამოყენება. გადავხედეთ პროექტების, ბროშურების შაბლონებს. განვიხილეთ მზა პროექტები და მასთან დაკავშირებული მასალები. ვისწავლეთ, ასევე, ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციის ატვირთვა.